fbpx
მსოფლიო

ევროპა თურქეთს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, თურქეთში 16 აპრილს გამართულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, საერთო განცხადებას ავრცელებენ.

“თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა”, – წერია განცხადებაში.

ისინი თურქეთის ხელისუფლებას ეროვნული კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებენ.

ანკარას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც.

მისი თქმით, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად დაცვა”.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ამომრჩევლების 51.3% ემხრობა, ხოლო წინააღმდეგი 48.6 პროცენტია.

onalem

ტესტ