fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მსახურების დროს სასულიერო პირებს ნიღბის ტარების ვალდებულება არ ექნებათ

როგორც უკვე ცნობილია, თითქმის ყველა სახის დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება, მათ შორის არის, ცხადია, ეკლესიებიც.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მრევლს მოეთხოვება, ატაროს ნებისმიერი სახის ნიღაბი, როგორც ქირურგიული, ასევე ნაჭრის, სხვადასხვა მსახურების აღსრულების დროს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იქნება ეს ლოცვა, წირვა, ნათლობა თუ რაიმე სხვა ცერემონიალი.

ამასთანავე, ირკვევა, რომ ამ კანონისგან თავისუფლები არიან სასულიერო პირები. ისინი ვალდებულნი არ არიან ატარონ პირბადე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ატარებენ მსახურებას.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი რამდენიმე მოძღვარმა გამოთქვა და მრევლის წევრებს უხეშადაც კი მიმართა. ერთ-ერთმა განაცახდა, რომ ნიღბის ეკლესიაში ტარება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ეს ყველაფერი კარნავალს ჰგავდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მთავრობა მიმდინარე მოვლენების გამო იძულებული გახდა, რომ დაუხურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენების ვალდებულება დაეწესებინა, ვინაიდან ბოლო ორი დღეა ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი 100-ზე მეტია.

onalem

ტესტ