fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება ატიკის მოსახლეობას

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას ატიკის და კიდევ რამდენიმე რეგიონის მოსახლეობისთვის.

ირკვევა, რომ დღეს, 24 ივლისს, ფიქსირდება ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ატიკის რეგიონი
  • ევია
  • ლესვოს
  • ხიოს
  • სამოს
  • იკარია
  • კრეტა

აღნიშნულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებმა თავი უნდა შეიკავონ ყველანაირი საქმიანობისგან, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს, რადგან თუ ცეცხლი გაჩნდა, გავრცელება შესაძლებელია ძალიან სწრაფად, ქარის პირობებში.

onalem

ტესტ