fbpx
საბერძნეთი

უახლესი ინფორმაცია! ფინანსური პოლიცია მამა ანტონიოსა და სტამატია გეორგანტის სახლებში შემოწმებას აწარმოებს

უახლესი ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს ფინანსური პოლიციის მიერ მკაცრი შემოწმება მამა ანტონიოსა და ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის, მისი დამხმარისა და მეუღლის, სტამატია გეორგანტის სახლებში.

როგორც ცნობილია, პოლიციას ბანკის წარმომადგენლობამ შეატყობინა, რომ ზუსტად 8 დღის წინ სტამატია გეორგანტი ბანკს ეწვია და კონკრეტული საცავიდან შენახული თანხა გაიტანა (ან სხვა ძვირფასი ნივთები).

აღნიშნულს მოჰყვა პროკურორის ბრძანება, რომ ფინანსურ პოლიციას წამოეწყო გამოძიება სასულიერო პირისა და მისი მარჯვენა ხელის სახლებში, რათა ეს “განძი” აღმოაჩინონ. სავარაუდოდ, საუბარია ათი ათასობით ევროზე, რომელიც მათ ოფიციალურად არსად ჰქონდათ დაფიქსირებული.

როგორც ირკვევა, საუბარია სამ ბინაზე, რომელსაც ცოლ-ქმარი კოლონოში, ვრავრონასა და რაფინაში.

 

onalem

ტესტ