fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ჯანდაცვის აუცრელ მუშაკებს სამსახურებში აბრუნებს – მათი ვალდებულება კვირაში ორჯერ Rapid ტესტის გაკეთება იქნება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან საბერძნეთში ჯანდაცვის აუცრელ მუშაკებს სამსახურებში ბრუნდებიან. უკვე საკმაო ხანია, რაც მათ სამუშაო კონტრაქტები შეჩერებული აქვთ, ვინაიდან უარი თქვეს ვაქცინაციაზე, რომელიც მათთვის სავალდებულო იყო იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის გაგრძელება სურდათ.

ექსპერტთა კომიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს მისცა რეკომენდაცია, რომ სამუშაო პოზიციებზე დააბრუნოს ჯანდაცვის მუშაკები, მაგრამ ცხადია, მათ ექნებათ გარკვეული ვალდებულებები.

ექთნებსა და ადმინისტრაციული პერსონალის სხვა წარმომადგენლებს ექნებათ ვალდებულება გაიკეთონ კვირაში ორი სწრაფი ტესტი, სამსახურებში დასაბრუნებლად. ასევე, ექნებათ ვალდებულება ატარონ მაღალი დამცველობის პირბადე.

რაც შეეხებათ იმ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მუშაობენ რეანიმაციულ განყოფილებებში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ინტენსიურ განყოფილებებში მხოლოდ ვაქცინირებული პერსონალი იმუშავებს.

onalem

ტესტ