fbpx
საბერძნეთი

სკანდალური კადრები ათენიდან: როგორ სცემს პოლიცია ხალხს მას შემდეგ, რაც ჯარიმები გამოწერეს

ეს არის კადრები, რომლებიც მთავრობისგან რეაგირებას მოითხოვს. კადრები, რომლებსაც მედია სულ სხვაგვარი სათაურით ავრცელებდა, თითქოს, ხალხი დაესხა თავს პოლიციის ოფიცრებს და ისინი არიან მსხვერპლი, რეალობა კი სულ სხვანაირია.

ნეა სმირნის ტერიტორიაზე პოლიცია თავად დაესხა თავს ხალხს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ოჯახს, გარეთ ჯდომის გამო, ჯარიმები გამოუწერეს და ამ ფაქტს ირგვლივ მყოფები გამოეხმაურნენ. რამდენიმე წუთში იქაურობა პოლიციით გაივსო, რომლებიც აგრესიას არ მალავდნენ, ქალების მიმართაც კი.

კადრებში, რომლებიც ვრცელდება, ნათლად ჩანს როგორ უსწორდებიან ოფიცრები ფიზიკურად მოქალაქეებს, რომლებიც შეიარაღებულებიც კი არ არიან და სრულიად უძლურები არიან მათ წინაშე.

onalem

ტესტ