fbpx
საბერძნეთი

1 ნაბიჯი კარანტინამდე – რეგიონები, სადაც დაწესდება ახალი ზომები, თუ პანდემია არ დაცხრება

ბერძნული მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს მინი-კარანტინის გამოცხადებამდე 1 ნაბიჯი აკლია. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, გარანტირებულია ახალი ზომების დაწესება. კუნძული მიკონო მაგალითი გახდა იმისა, თუ სავარაუდოდ, როგორი იქნება კარანტინი, საჭიროების შემთხვევაში.

შემზღუდველი ზომები უკვე მოქმედებს ირაკლიოში, ხანიაში, რეთიმნოსა და მესინიაში, ხოლო მოსალოდნელია, რომ მინი-კარანტინი გამოცხადდეს შემდეგ ტერიტორიებზეც:

ახაია, ილიას, კავალა, ევროს, ლარისა, ნაქსოს, კალიმნოს, როდოს, კერკირა, იკარია, ანდროს, ითაკი, ვინაიდან ბოლო ორი კვირის მანძილზე ეპიდმდგომარეობა დამძიმებულია.

შესაძლებელია, რომ აიკრძალოს გადაადგილება ღამის საათებში და მუსიკა მთელი დღისა და ღამის მანძილზე, თუკი ვირუსის გავრცელების ტენდენცია არ დაეცემა და რეგრესი არ დაფიქსირდება.

ახალ გადაწყვეტილებებს საბერძნეთის მთავრობა საჭიროების მიხედვით მიიღებს.

onalem

ტესტ