fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინაცია ეკლესიებთანაც ჩატარდება – რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კარანტინის შესახებ?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში ჰორიზონტალური კარანტინის დაწესება გამორიცხულია, მთავრობა მხოლოდ ადგილობრივ ჩაკეტვას განიხილავს, იმის მიხედვით, თუ სად გახდება ეს საჭირო.

გარდა ამისა, მინისტრმა თქვა, რომ სულ მალე დაიწყება ვაქცინაციის პროცესი ეკლესიებთანაც. მან აღნიშნა, რომ კრეტაზე ერთ-ერთი ტაძრის მრევლის ინიციატივით აცრები ეკლესიასთან უკვე მიმდინარეობს და ეს მაგალითი უნდა გახდეს სხვა ტაძრებისთვისაც.

“შეგახსენებთ, რომ არ განვიხილავთ სრულ დაბლოკვას, ზომები მხოლოდ ადგილობრივი იქნება, საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ეკლესიისა და მთავრობის თანამშრომლობას, სულ მალე დავიწყებთ ვაქცინაციას ტაძრებთანაც. 

60 წელს ზემოთ ადამიანს 20-ჯერ ნაკლები შანსი აქვს, რომ კორონავირუსი გაურთულდეს, როდესაც აცრილია. ახლა კი, ვინც რეანიმაციაშია მოთავსებული, 10-დან 9 არ არის აცრილი. კორონავირუსით საავადმყოფოში იმყოფებიან ოთხი ახალშობილი და 10 ბავშვი, რომელთაგან 1 მართვით სუნთქვაზე იმყოფება,” განაცხადა კიკილიამ.

 

onalem

ტესტ