fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პირბადის ტარების ვალდებულება ბრუნდება? – მოსალოდნელია ინფიცირების 8.800 შემთხვევა ყოველდღე

ეპიდემიოლოგიის პროფესორი, დიმოსთენის სარიიანისი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ კოვიდით ინფიცირების 8,800 შემთხვევა გვქონდეს ყოველდღიურად.

“როდესაც დღესასწაულები გვაქვს, ლოგიკურია, რომ იმატებს ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები, რადგან ბევრ ადამიანს აქვს შეხება ერთმანეთთან. შესაბამისად, დაუცველ ჯგუფებში მდგომარეობის გაუარესების შანსი იმატებს. შობას ყოველდღიურად გვქონდა 5,800 შემთხვევა, ხოლო უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს 8.800-მდე. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გაიზრდება ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებიც და ძირითადად ვსაუბრობთ ადამიანებზე 78-80 წლამდე.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა თავდაცვის ზომები უნდა მიიღონ, აქედან ერთ-ერთია თვით-ტესტირება, განსაკუთრებით, მანამდე, სანამ სკოლებში დაბრუნდებიან, ტესტი უნდა გაიკეთონ როგორც ბავშვებმა, ასევე, მშობლებმა. 

უმნიშვნელოვანესია აღვნიშნოთ პირბადის მოხმარების აუცილებლობა. ამ ეტაპზე ექსპერტთა საბჭო არ განიხილავს პირბადის მოხმარების ვალდებულების აღდგენას საბერძნეთში, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არის მკაცრი რეკომენდაცია, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის,” აცხადებს სარიიანისი.

ამრიგად, ამ ეტაპზე არ მოქმედებს არანაირი ვალდებულება და შეზღუდვები კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ, მაგრამ პროფესორები აღნიშნავენ, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და მიმართოს თავდაცვის ზომებს.

onalem

ტესტ