fbpx
საბერძნეთი

ცვლილება საბერძნეთში: 2022 წლის ივნისიდან ციფრული ბარათები სამსახურებში

მომდევნო წლის ზაფხულიდან საბერძნეთში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში. ირკვევა, რომ 2022 წლის ივნისის თვიდან სამსახურებში ციფრული ბარათების გამოყენება დაიწყება. ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე შეეხებათ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და სუპერმარკეტებს. თითოეულ თანამშრომელს ექნება თავისი ბარათი, რომლითაც სამსახურში მისვლასა და წამოსვლას დააფიქსირებს.

“ელექტრონული ტვინი”, რომელზეც ბარათები იქნება დაკავშირებული, მზად მარტში იქნება, ხოლო ივნისიდან მათი გამოყენება თამამად იქნება შესაძლებელი. საბერძნეთი იქნება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც აღნიშნულ მეთოდს დანერგავს.

შრომის მინისტრი, კოსტის ხაძიდაკი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია მცირე ბიზნესებზე გადასვლაც, ამიტომ ნელ-ნელა ბარათების გამოყენება უნდა გაფართოვდეს სხვა სფეროებზეც.

სამსახურში ციფრული ბარათის გამოყენებით ზუსტად იქნება აღრიცხული, თუ როდის დაიწყო და როდის დაასრულა თანამშრომელმა მუშაობა, რათა მისი უფლებები დაცული იყოს და არ იმუშაოს იმაზე მეტი, ვიდრე კანონით და კონტრაქტით ექნება განსაზღვრული.

 

onalem

ტესტ