fbpx
საბერძნეთი

ფენომენი Carmel საბერძნეთს უახლოვდება – ინტენსიური წვიმა და თოვლი მომდევნო დღეებში

ფიზიკოს-მეტეოროლოგი, სტავროს დაფი, საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთს რამდენიმე დღეში ძლიერი კლიმატური ფენომენი დაატყდება თავს. ქვეყანაში კიდევ უფრო ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება და სიცივე შობამდე გასტანს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით, ასევე ძლიერი ქარი. შესაბამისად, მსგავსი ამინდი ზღვის ზედაპირზე ტალღების ადიდებას გამოიწვევს.

შაბათსა და კვირას ფენომენი აქტიურ ფაზაში შევა და იწვიმებს შაბათს ეგეოსის კუნძულებზე, სპირადეზე, ევიაზე, თესალიის აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთ სტერეას ტერიტორიებზე.

შაბათს შუადღიდან კვირას დილამდე იწვიმებს აღმოსავლეთ პელოპონისოსა და კიკლადესის კუნძულებზე, შემდეგ კი ნელ-ნელა გავრცელდება კრეტაზეც.

თოვლია მოსალოდნელი თესალიის მთებში, აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაში, აღმოსავლეთ პელოპონისოში. ეგეოსის ზღვაზე გაძლიერდება ქარი და შაბათს საღამოდან მისი ძალა 9 ბალს მიაღწევს.

 

onalem

ტესტ