fbpx
საზოგადოება

“გული მტკივა, მაგრამ უფრო მეტად ვბრაზობ, რომ ვაქცინა არ გაიკეთა” – გიორგოს ტრაგას ძმა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია

გიორგოს ტრაგას ძმა ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია და მედიას უყვება საკუთარი ძმასთან ბოლო საუბრის შესახებ. მისი თქმით, ზაფხულის შემდეგ ეხვეწებოდა, რომ აცრილიყო:

“თავისი აზრი ჰქონდა. სჯეროდა, რომ არ უნდა აცრილიყო და საბოლოოდ, საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. ზაფხულიდან ვსაუბრობდით და მას შემდეგ ვეუბნებოდი, რომ აცრილიყო. ის, რაც გააკეთა, უბრალოდ მიუღებელია. თუ მკითხავთ, როგორ ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი, გული მტკივა, მაგრამ უფრო მეტად გაბრაზებული ვარ, სულ ტყუილად წავიდა იმქვეყნად. თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა ვაქცინა გაკეთებული იმავე მომენტიდან, როცა ის შექმნეს. სამწუხაროდ, არ მისმენდა და ისევ თავისას აკეთებდა. ექიმისთვის მაინც უნდა მოესმინა.”

“პრობლემა ის არის, რომ ამ ასაკშიც კი, თავი დაუმარცხებელი ეგონა. მეუბნებოდა, რომ სამოგზაუროდ უნდა წასულიყო, მე კი ვეწინააღმდეეგბოდი ამ ყველაფერს, რადგან მისი ჯანმრთელობა ბევრად მეტ გაფრთხილებას მოითხოვდა,” ამბობს მისი ექიმი, ხრისტოს ზუპა.

ცნობილი ჟურნალისტი დღეს დაკრძალეს.

onalem

ტესტ