fbpx
საბერძნეთი

ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები იზრდება – განგაში ევროპასა და საბერძნეთში

კორონავირუსის ახალი ვარიანტი მთელი ევროპისთვის და შესაბამისად, საბერძნეთისთვისაც, დიდი შეშფოთების საგანი გახდა. მისი გავრცელების მასშტაბების გამო, 19 დეკემბრიდან საბერძნეთის საზღვრის კვეთა მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით იქნება შესაძლებელი ყველასთვის, აუცრელებისა და აცრილებისთვისაც.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის შეფასებებით, მოსალოდნელია, რომ ამ შტამმა დომინანტობის ზენიტს თებერვლის შუა რიცხებში მიაღწიოს.

ამ ყველაფრის პარალელურად საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამის უკვე 10 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. “მიკროსკოპის” ქვეშ არის კრეტა, სადაც ომიკრონი პირველად გაჩნდა და გამოვლინდა კიდევ სამი ახალი შემთხვევა. რაც შეეხება დანარჩენებს, ათენის გარდა, ომიკრონი გამოვლინდა პელოპონისოშიც, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, დროის ფაქტორია მისი გავრცელება მთელ ქვეყანაში.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ომიკრონით დაავადება არ იწვევს იმაზე მეტ გართულებებს, ვიდრე მუტაცია დელტა, მაგრამ ხასიათდება გადამდებიანობის ბევრად მაღალი ტენდენციით.

შეგახსენებთ, რომ მოლეკულური, PCR, ტესტის გაკეთების ვალდებულება არ ეხებათ მათ, ვინც საბერძნეთიდან გამგზავრებამდე გაიკეთებს მას და უკან 48 საათში დაბრუნდება.

onalem

ტესტ