fbpx
საბერძნეთი

ხელოვნური ინტელექტი ბერძნულ ბიუროკრატიას დაამარცხებს – რამდენიმე დღეში ციფრული ასისტენტი ამუშავდება

ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით იმ პროექტებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო უახლოეს მომავალში განახორციელებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ბიუროკრატიის შემსუბუქებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და მოსახლეობისთვის მრავალ სერვისზე წვდომა გამარტივდა.

“სულ რამდენიმე დღეში ჩვენ წარვადგენთ ახალ პლატფორმას, რომელიც ერთგვარი გიდი იქნება და მოქალაქეების კითხვებს ავტომატურ რეჟიმში, მოკლე დროში გასცემს პასუხს. ეს იქნება ციფრული ასისტენტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანს მიუთითებს, თუ რა უნდა გააკეთოს და სად მიმართოს, ამა თუ იმ საჭიროების შემთხვევაში. ამჟამად ციფრულ მოდელს უტარდება ტრენინგები, ვცდილობთ ვიმუშაოთ იდეით, რომლის მიხევითაც ხელოვნურმა ინტელექტმა ბერძნული ბიუროკრატია უნდა დაამარცხოს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ყველამ დაცულად ვიგრძნოთ თავი ამ ციფრულ სამყაროში, ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება: პირადობის ახალი მოწმობები, პირადი ნომერი, რომელიც გააერთიანებს ΑΦΜ-ს, ΑΜΚΑ-ს და ადამიანის იდენტიფიცირება უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი, ამავე დროს, დაცული იქნება მისი პირადი მონაცემები,” აცხადებს პაპასტერგიუ.

onalem

ტესტ