fbpx
საზოგადოება

“2 წელი დამჭირდა, რომ მე და იანის ქორწილის საჩუქრები გამეხსნა, იმდენი იყო, რომ ვერ ვასწრებდით” – ელენი მენეღაკი

ელენი მენეღაკიმ მასა ფასულასთვის მიცემულ ინტერვიუში წარსულზე ისაუბრა და გაიხსენა გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება მის ქორწინებას იანის ლაციოსთან.

მენეღაკის ძალიან გაუკვირდა, როდესაც ფასულამ უთხრა, რომ ქორწინებიდან 27 წლის შემდეგაც კი, ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ქორწილის ცერემონიის ფოტოალბომი.

“ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ. მაგრამ გამიგია, რომ მაგალითად ბევრი ადამიანი წლები ანდომებს ქორწილის საჩუქრების გახსნას. მეც მათ შორის ვარ, მახსოვს, რომ ქორწილის შემდეგ, ერთი ოთახი მთლიანად იყო გავსებული საჩუქრებით და დაახლოებით 2 წელი დამჭირდა, რომ ყველაფერი მენახა. სადღაც წელიწადნახევარში ანგელოსი გაჩნდა და ვთქვით, რომ უკვე გვჭირდებოდა იმ ოთახის საბოლოოდ დაცლა. იმდენი იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოესწრო. გაიხარონ ამ ადამიანებმა, ვინც საჩუქრები გაიღეს,” ამბობს ელენი.

ცნობილი ტელეწამყვანი და იანის ლაციოსი 2001-დან 2010 წლამდე იყვნენ ერთად, განქორწინება კი, მენეღაკისთვის ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ