fbpx
საბერძნეთი

ყველაფერი, რაც დღეიდან იცვლება – რა გაიხსნა და როგორ გადავაადგილდებით?!

დღეს საბერძნეთში მნიშვნელოვანი დღეა – 22 მარტიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები, ასევე, ესთეტიკური ცენტრები. ცხადია, ყველა აღნიშნულ დაწესებულებაში მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სილამაზის სალონების მიმართულებით გადასაადგილებლად უნდა გამოვიყენოთ SMS-კოდი 6 და არა 2, როგორც ეს მათ დაკეტვამდე ხდებოდა.

დღეიდან იხსნება 2 კილომეტრიანი შეზღუდვაც და გადაადგილება დასაშვებია მუნიციპალიტეტის გარეთაც (ფეხით და ველოსიპედით).

დღეიდან გაიხსნა არქეოლოგიური ტერიტორიები, რომლებიც ღია სივრცეში მდებარეობს, ამ შემთხვევაშიც საჭიროა კოდი 6-ის გაგზავნა.

22 მარტიდან ეკლესიებში დასაშვებია მსახურების აღსრულება მრევლის თანდასწრებით, ყოველ 25 კვმ-ზე განისაზღვრება 1 ადამიანი.

ყველა დანარჩენ შემთხვევებში გადაადგილება ხდება 13033-ზე, სხვადასხვა კოდების გაგზავნით, მიზეზის და შესაბამისად.

 

onalem

ტესტ