fbpx
საქართველო

რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი – უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

2021 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინების საშუალო ფასი 5.4%-ით შემცირდა, რაც, ძირითადად, პანდემიით გამოწვეულ შოკებსა და შემცირებულ მობილობას მიეწერება. ამის მიუხედავად, თებერვალში, იანვართან შედარებით, საშუალო ფასმა 1.7%-ით მოიმატა.

ფასების ზრდის ფონზე, სტაბილურად იკლებს ქირის გადასახდელები. თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 12 თვეში საშუალო ქირის თანხა თითქმის 28%-ით შემცირდა.

პანდემიის მიუხედავად, თებერვალში ჯამურად 2 900 ბინა გაიყიდა, რომელთაგან 1 900 სრულიად ახალი იყო,  1000-მდე კი – ძველი.

2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინის 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $732 დოლარია, ძველისა კი – $639. რაც შეეხება უბნებს, ახალი ბინები ყველაზე ძვირი შემდეგ რაიონებში ღირს:

  1. მთაწმინდა – 1 კვ.მ > $1 100

  2. ვაკე – 1 კვ.მ > $1 000

  3. საბურთალო – 1 კვ.მ > $800

  4. ჩუღურეთი – 1 კვ.მ = $800

  5. დიდუბე – 1 კვ.მ < $800

განსხვავებული რეალობაა ძველი ბინების ბაზარზე, სადაც უბნებს შორის ვაკე ლიდერობს:

  1. ვაკე – 1 კვ.მ > $950

  2. მთაწმინდა – 1 კვ.მ ~ $950

  3. საბურთალო – 1 კვ.მ ~ $800

  4. დიდუბე – 1 კვ.მ ~ $700

  5. კრწანისი – 1 კვ.მ > $600

onalem

ტესტ