fbpx
საზოგადოება

200 კაციანი ქორწილის შედეგები – მალესინაში რამდენიმე დღეში 11 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ მალესინაში წყვილმა 200 კაციანი ქორწილი გადაიხადა. ამის პარალელურად, ღია იყო კაფეები და ახალგაზრდები თუ მოხუცები, ერთად შეკრებილები, ფეხბურთს ადევნებდნენ თვალყურს.

ამ ყველაფერს ტრაგიკული შედეგები მოჰყვა და როგორც ბერძნული მედია იუწყება, სულ რამდენიმე დღეში მალესინაში 11 ადამიანი გარდაიცვალა. მათი უმეტესობა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და საუბარია ძირითადად საშუალო ასაკის ხალხზე, მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო 84 წლის, ერთი ქალბატონი კი 69 წლის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, მსგავსი მდგომარეობა სწორედ ქორწილმა და ღია კაფეებმა გამოიწვია, რადგან უმოკლეს ხანში დამძიმდა ეპიდმდგომარეობა და მას შემდეგ, გარდაცვალებას გარდაცვალება მოსდევს.

მალესინას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ძვირად დაუჯდათ კანონის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

 

 

onalem

ტესტ