fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი საბერძნეთში აქტიურ ფაზაშია – მოსალოდენლია დიდი რაოდენობის ნალექი

კლიმატური ფენომენი, რომელსაც სინოპტიკოსებმა “Π” უწოდეს, აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო მაქსიმალურ მზაყოფნაშია, რომ გაუმკლავდეს ნალექით გამოწვეულ პრობლენებს, ვინაიდან მოსალოდნელია წვიმისა და ქარის გაძლიერება მომდევნო 24 საათის მანძილზე.

პრობლემები უკვე გამოწვეულია კუნძულ კერკირაზე და ზოგადად, დასავლეთ საბერძნეთში. ძლიერი წვიმის გამო დაკეტილია რიო-ანტირიოს ხიდის ერთი ხაზი.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ქარის ძალამ შესაძლოა 9-10 ბალსაც კი მიაღწიოს, დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში ელოდებიან სეტყვასაც. რაფინას პორტიდან აკრძალულია გემების გასვლა.

აღსანიშნავია, რომ ისევ დაზარალდნენ სოფლები, რომლებიც კლიმატური ფენომენის “დანიელის” დროს სრულიად მოწყდნენ ცივილიზაციას, ახლა მათ მორიგი დარტყმა მიადგათ.

onalem

ტესტ