fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტურისტმა ირემთან ფოტოს გადაღება სცადა და საავადმყოფოში ნეკნების მოტეხილობით გადაიყვანეს

ინციდენტი კუნძულ ეგინაზე მოხდა, სადაც ირემი ტურისტს დაესხა თავს. მექსიკელი მამაკაცი მეუღლეთან ერთად კუნძულს ეწვია და მრავალფეროვანი ფაუნით ტკბებოდა, ბევრი სხვა ტურისტის მსგავსად ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ირმებთან, ფარშევანგებთან.

კადრებში ჩანს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, ირმები მშვიდად არიან და ადამიანებს არ ერჩიან, მაგრამ ისინი არ არიან შინაური ცხოველები და არ შეგვიძლია ვიცოდეთ მათი სხეულის ენა, როდის გრძნობენ დისკომფორტს და როდის შეიძლება თავს დაესხან. სწორედ ამის გამო, მექსიკელი ტურისტს მის გვერდით მდგომი ირემი დაესხა თავს და ნეკნები ჩაუმტვრია.

ეს ყველაფერი ვიდეოზე აღიბეჭდა და ჩანს, თუ რამდენად მოულოდნელად მოხდა ინციდენტი.

მამაკაცი ახლა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს.

onalem

ტესტ