fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი ბავშვი გადაარჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხანიაში მოხდა. ბერძენმა მამაკაცმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აშკარა საფრთხისგან იხსნა.

როგორც ცნობილი გახდა, მან დილით თავისი ქალიშვილი სკოლაში მიიყვანა და დაინახა, რომ მანქანა, რომელშიც ორი პატარა ბავშვი იჯდა, უკონტროლოდ მიდიოდა გზისკენ, სადაც უამრავი მანქანა მოძრაობდა.

ბატონი ნიკოს კუკლინო ჰყვება, რომ ქალი, რომელიც მანქანის საჭესთან იჯდა, ცდილობდა, რომ უკან მჯდომი ბავშვისთვის ღვედი შეეკრა, სწორედ ამ დროს მანქანა დაგორდა და ის გარეთ გადმოვარდა. შესაბამისად, მანქანამ უკონტროლო სვლა დაიწყო და კუკლინო არც კი დაფიქრებულა, წინ გადაუდგა და მის შეჩერებას შიშველი ხელებით ცდილობდა.

ირკვევა, რომ მანქანა მალევე დაეჯახა ნაგვის ურნებს და სწორედ ამ დროს მან მოასწრო, ხელის მუხრუჭი ამოსწია და შეაჩერა, რომ ცენტრალურ გზაზე არ გასულიყო, სადაც აუცილებლად გამოიწვევდა ავარიას.

მისი აზრით, სავარაუდოდ, ერთი ბავშვი, რომელიც მძღოლის სავარძლის გვერდით იჯდა, მუხრუჭს შეეხო და ინციდენტიც ამან გამოიწვია.

 

onalem

ტესტ