fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდი: საბერძნეთის რეგიონებში შტორმები და თოვლი არ წყდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, უახლოეს დღეებში, საბერძნეთში, კვლავ ცუდი ამინდია მოსალოდნელი.

კვირის ბოლოსთვის ნავარაუდებია წვიმა, შტორმები და თოვლი.

დღეს, ქვეყნის უმრავლეს რეგიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. NMS-მა უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ სიფრთხილის ზომები მიიღონ.

ამინდი დღეს

ოთხშაბათს (05.12) ატიკაში ცვალებადი მოღრუბლულობაა გამოცხადებული, მოსალოდნელია მცირე წვიმაც. იროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე ღამის საათებში 7 ბალს მიაღწევს. ტემპერატურა 6-დან 15 გრადუსამდე აიწევს.

თესალონიკში მოღრუბლულობა თანდათან გაიზრდება. იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერი 9-დან 12 გრადუსამდე გათბება.

ზაკინთოსში, რომელიც ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, მოღრუბლულობა, წვიმა და შესაძლო შტორმია ნავარაუდები. ტემპერატურა 9-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონია, თრაკი

ძირითადად, მოღრუბლულობაა გამოცხადებული. დილის საათებში გაძნელებული იქნება ხილვადობა. იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერი 2-დან 12 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ მაკედონიაში კი, 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო

მოღრუბლულობა, წვიმა და ადგილობრივი შტორმებია ნავარაუდები იონიის კუნძულებზე, თუმცა, თანდათანობით, ამინდი გაუმჯობესდება. დილის საათებში მთელ რეგიონში გაძნელებული იქნება ხილვადობა. იქროლებს საშუალო სიჩქარი ქარი. ტემპერატურა 6-დან 16 გრადუსამდე აიწევს. ეპირუსში 3-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო

სპორადებზე, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევიაში მცირე წვიმაა გამოცხადებული. იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერი 4-დან 16 გრადუსამდე გათბება. თუმცა, ჩრდილოეთით 2-3 გრადუსით ნაკლები იქნება.

კიკლადები, კრეტა

მოღრუბლულობა და წვიმაა ნავარაუდები კრეტაზე. იქროლებს 7 ბალის სიჩქარის ძლიერი ქარი. ტემპერატურა 11-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანესი

დოდეკანესის კუნძულებზე წვიმაა გამოცხადებული, სადაც დილის საათებში შტორმიცაა მოსალოდნელი. იქროლებს 4-6 ბალის სიჩქარის ჩრდილოეთის ქარი, რომელიც, ჩრდილოეთით, ღამის საათებში, კიდევ უფრო გაძლიერდება. ჰაერი 12-დან 17 გრადუსამდე გათბება. ჩრდილოეთით, 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

ამინდი ორშაბათამდე

ხუთშაბათს (06.12) ძირითადად, კვლავ მოღრუბლულობა და წვიმები იქნება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. კერძოდ, ხალკიდიკიში, აღმოსავლეთ თესალიაში, სპორადებზე, ევიაში, აღმოსავლეთ სტერეაში, კრეტასა და კიკლადებზე.

პარასკევს (07.12) ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში გაიზრდება მოღრუბლულობა. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ არის ნავარაუდები. სამხრეთ-დასავლეთით შესაძლოა მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

შაბათს (08.12) გაიზრდება მოღრუბლულობა და აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის გარდა ყველგან იწვიმებს. დასავლეთით მოსალოდნელია შტორმები, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი, მოთოვს. ტემპერატურა უმნიშვნელოდ აიწევს მაღლა.

კვირას (09.12) და ორშაბათს (10.12) მოღრუბლულობა, წვიმა და შტორმებია  გამოცხადებული ზღვაზე და სანაპიროებზე. მაღალმთიან რეგიონში მოთოვს. ტემპერატურა, ორშაბათს შედარებით დაბლა დაიწევს.

onalem

ტესტ