fbpx
საზოგადოება

ბავშვის ტელეფონი მინიმუმ 1 საათით ადრე გაითიშა, ვიდრე კლდიდან გადავარდებოდა – იოანას გარდაცვალების უცნაური გარემოებები

კრეტაზე მომხდარ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა ვითარებაში გარდაიცვალა 11 წლის იოანა, ვინაიდან საქმეში არსებობს უჩვეულო დეტალები.

საუბარია გოგონას მობილურ ტელეფონზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, თუმცა, ცნობილია, რომ ის დაახლოებით 21:00 საათზე გაითიშა, ანუ მინიმუმ 1-1.5 საათით ადრე, ვიდრე ის კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ბავშვის მობილური შესაძლოა ვიღაცამ იპოვა და არ არის გამორიცხული, რომ ან საერთოდ გაანადგურა, ან გადააგდო, ვინაიდან შეიტყო, თუ ვის ეკუთვნოდა ის.

“თუკი ვინმე ამ ტელეფონის თუნდაც სხვა სიმ-ბარათით ჩართვას ეცდება, მაშინვე მივაგნებთ,” ამბობს პოლიციის წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, იოანა დაეცა ფეხებით, ვინაიდან მისი მოტეხილობები სწორედ ამაზე მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ მას, ასე ვთქვათ, სრული კონტროლი ჰქონდა ვარდნაზე.

გამოძიება გრძელდება, რათა გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი დადგინდეს.

onalem

ტესტ