fbpx
საბერძნეთი

მომდევნო კვირაში საბერძნეთში “მწვანე” სერთიფიკატი უკვე მზად იქნება

ტელეკომპანია MEGA-სთან ინტერვიუში საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი სრულ მზაყოფნაშია, რომ უახლოეს მომავალში “მწვანე” ციფრული სერთიფიკატი ძალაში შევიდეს.

“საბერძნეთში “მწვანე” ციფრული სერთიფიკატი მომდევნო კვირაში უკვე მზად იქნება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია, რომ ივლისის ბოლოდან ძალაში შევიდეს აღნიშნული ინიციატივა.

ამასთანავე, 15 ივნისიდან სრულიად უქმდება თვით-ტესტირების ვალდებულება მათთვის, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. მეცნიერების აზრით, მათთვის ეს საჭიროება არ არსებობს.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, ყველა ასაკობრივ ჯგუფში აცრილია ადამიანების 70%-მდე, ზოგიერთ ჯგუფში კი ვაჭარბებთ კიდეც ამ რიცხვს, დანიშნულ ვიზიტებსაც თუ გავითვალისწინებთ. როდესაც ყველა ეს ადამიანი აიცრება უკვე თამამად ვიტყვით, რომ საბერძნეთში აცრილი იქნება მოსახლეობის 70%,” აცხადებს გეორგანტასი.

ციფრული სერთიფიკატი გააადვილებს მოგზაურობას ევროკავშირის მასშტაბით და მსგავსი სახის ინიციატივაზე საქართველოც მუშაობს.

აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას მოქალაქის შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცემის თარიღი და რომელიმე ფაქტს აქედან:

  1. რომ არის ვაქცინირებული
  2. რომ აქვს უარყოფითი ტესტის პასუხი
  3. რომ აქვს ანტისხეულები, შესაბამისად, გადატანილი აქვს ვირუსი წარსულში.

ანტისხეულებთან დაკავშირებული ტესტი ვალიდურია დაავადების გადატნიდან 180 დღემდე.

აღნიშნულია ისიც, რომ ტურისტებს შეუძლიათ საბერძნეთში შემოსვლის შემდეგ აიღონ სერთიფიკატი, ტესტის გაკეთების შემდეგ.

 

onalem

ტესტ