fbpx
საბერძნეთი

“ვხედავ, რომ ახალი წლიდან შეზღუდვები გვექნება, თებერვლამდე რთული პერიოდია” – მატინა პაგონი

პროფესორმა მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო ორ კვირაში ცნობილი იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, ვინაიდან ხალხი სადღესასწაულო შვებულებებიდან დაბრუნდება.

მისი თქმით, იანვარი და თებერვალი იქნება განსაკუთრებით რთული თვეები, როცა დაფიქსირდება ინფიცირებულთა ზრდა და შესაძლოა, რომ ვიხილოთ ხუთნიშნა რიცხვიც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდება.

“ვისაც აქვს სურდო და ცხვირიდან ვერ სუნთქავს, სამსახურში არ უნდა წავიდეს, რადგან ომიკრონის ვარიანტის სიმპტომები ძალიან მსუბუქია. ვიხილავთ ინფიცირებულთა ზრდას, მაგრამ 15.000 ნამდვილად გადამეტებული რიცხვია. სარესტორნო სფეროს დაწესებულებებს, შეუძლიათ უფრო ადრე გაიხსნან და გვიან დაიკეტონ. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ვხედავ, რომ ახალი წლიდან ახალი შემზღუდველი ზომები დაგვჭირდება, იანვარი და თებერვალი კრიტიკული თვეებია, მაისიდან კი, ვითარება საბერძნეთში სულ სხვაგვარი იქნება,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ