fbpx
პოზიტივი

ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი სახლი ობოლთა თავშესაფარს აჩუქა, 37.000 ევროდ რეანიმაციული საწოლები იყიდა და ხალხს ქირას უხდის

გასაოცარია 77 წლის იანის მანუსაკის ისტორია, კუნძულ ტილოსიდან, რომელიც ნამდვილი სიკეთის სიმბოლოა. არა, ის ჯერ არ გარდაცვლილა და თავს საკმაოდ ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს, მაგრამ მთელ თავის ქონებასა და დანაზოგს გასცემს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ბატონმა მანუსაკიმ როდოსის ობოლ გოგონათა თავშესაფარს საკუთარი სახლი აჩუქა. ამას გარდა, შეიძინა ორი რეანიმაციული საწოლი, ყველანაირი აღჭურვილობით, რაც საერთო ჯამში 37.000 ევროზე მეტი დაჯდა.

იანის მანუსაკი ყოფილი მეზღვაურია და მთელი ცხოვრების მანძილზე მოგროვებული ქონების ქველმოქმედებაში ჩადებას აპირებს. როცა მას ეკითხებიან, თუ რატომ აკეთებს ამას, ვინაიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მეუღლე კიდევ მასზე ახალგაზრდა ჰყავს, პასუხობს, რომ ეს ყველაფერი მას სისხლში აქვს და პენსიითაც შეძლებს თავის რჩენას.

“ყოველთვის მინდოდა, რომ შემოსავალი, რომელიც ზღვამ მომცა, ჩამედო ჯანმრთელობის სფეროში. როდოსის გოგონათა თავშესაფარს გადავეცი სახლი და გავაკეთე ისე, რომ როცა მოვკვდები, მინდა აქ ბავშვები მოვიდნენ, იცხოვრონ და გაიხარონ. ჩვენ ხომ საკუთარი შვილები არ გვყავს,” ამბობს მამაკაცი.

ისიც ცნობილი გახდა, რომ ბატონი მანუსაკი ყველას ეხმარება, ვისაც სჭირდება წამლები და ადამიანებს, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ, ქირასაც უხდის.

onalem

ტესტ