fbpx
საბერძნეთი

ატიკის 18 უბანს “საშიში უბნის” სტატუსი მიენიჭა – რის გამო შედგა საგანგებო შეხვედრა?!

სამოქალაქო დაცვის სამინიტროს წარმომადგენელთა შორის საგანგებო შეხვედრა შედგა, რომელზეც განიხილეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ვინაიდან ატიკის რეგიონში უამრავი ტერიტორია დგას რისკის ქვეშ.

რაზეა საუბარი?!

არა, ეს არ ეხება კორონავირუსს. მიხალის ხრისოხოიდისი აცხადებს, რომ ატიკის რეგიონში არის 18 უბანი, სადაც არსებობს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკები.

გამომდინარე იქიდან, რომ დადგა ე.წ. “ხანძრების სეზონი” და უკვე რამდენიმე ძლიერმა ხანძარმა დიდი ტერიტორიები, მათ შორის, სახლებიც გაანადგურა, მინისტრმა მოსახლეობას მიმართა:

“ვინც ცხოვრობთ ტყეებთან ახლო დასახლებებში და ზოგადად, ხანძარსაშიშ ტერიტორიებზე, გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყოთ ისეთ დღეებში, როდესაც ძლიერი ქარი იქნება. 

სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ჩატარდეს გაწმენდითი სამუშაოები და ეს პროცესი დაუბრკოლებლად განხორციელდეს. ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთესი ხდება. 

ასევე ვაძლიერებთ სახანძრო სამსახურების მუშაობას და ვიქნებით მუდმივ კონტაქტზე ნებისმიერ ადგილობრივ მერთან და გუბერნატორთან, რათა მოხდეს სერიოზული პრობლემების პრევენცია. 

გვინდა, რომ ქვეყანა ბევრად უსაფრთხო გახდეს, ბუნებრივი კატასტროფების კუთხით, საუბარია არა მხოლოდ ხანძრებზე, არამედ კლიმატურ ფენომენებზეც, ჯერ კიდევ სახეზეა “მიდიას” მიერ გამოწვეული შედეგები.”

ამრიგად, ათენში სხვადასხვა უბნების ადგილობრივი ხელისუფლებები მუდმივად ითანამშრომლობენ, სახანძრო სამსახურები კი მობილიზებას გააორმაგებენ, რათა ზაფხულის მანძილზე ხანძრებმა სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს.

onalem

ტესტ