fbpx
საზოგადოება

ათენი: სამსახურები შემცირდა, ეკონომიკა კრიზისშია, თუმცა, ბერძნები მაინც კუნძულებზე მიდიან

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს კამერა დღეს დილის საათებში პირეას პორტში იმყოფებოდა, სადაც კუნძულებისკენ მიმავალი უამრავი ადამიანი დაფიქსირდა.

როგორც ირკვევა, ეს ათენელებისა და უცხოელი ტურისტების მცირე ნაწილის პირველი “დიდი გასვლაა” კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის საფრთხემ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვია, ბერძნები საყვარელ საქმიანობას არ ღალატობენ და კუნძულებზე დასასვენებლად წასასვლელად ბიუჯეტს მაინც ინახავენ.

შეგახსენებთ, რომ გემებზე დასაშვებია იმ რაოდენობის მგზავრების მხოლოდ 60%-ის ყოფნა, რამდენიც საერთო ჯამში ეტევა. სავალდებულოა ნიღბის ტარება შიდა ტერიტორიაზე და 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

onalem

ტესტ