fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდი საბერძნეთში: ციკლონი “პინელოპი”, შტორმები, სეტყვა და თოვლი

კვირიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია გადაუღებელი წვიმები და თოვლი. გარდა ამისა, სინოპტიკოსები საუბრობენ ახალ ფენომენზე, სახელად “პინელოპიზე”, რომელიც საბერძნეთისკენ მოემართება.

ამინდი დასავლეთ ნაწილში დღეს, ღამის საათებიდან დაიწყებს ცვლილებას.

გაუარესებული ამინდის ძირითადი მახასიათებლები წვიმა და ჭექა-ქუხილი იქნება, რომელსაც ,ზოგიერთ ადგილას, სეტყვაც მოჰყვება, მთიან რეგიონებში კი, თოვლი.

meteo.gr-ის მიხედვით, “პინელოპის” ფენომენი, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე წარმოიქმნება, ნელ-ნელა აღმოსავლეთ, საბერძნეთის მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას.

ამგვარად, ხუთშაბათისთვის (29.11.2018) ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, რის გამოც, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში კოკისპირული წვიმებია მოსალოდნელი (რომელიც, სავარაუდოდ სხვადასხვა სახის პრობლემებს შექმნის), ხოლო მთიან რეგიონში თოვლის მოსვლას ელოდებიან.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შუა კვირაში, თოვლი ჩრდილოეთის უმეტეს რეგიონში მოვა, მათ შორის დაბლობ ნაწილშიც.

უფრო კონკრეტულად, “პინელოპი” შემდეგნაირად იმოძრავებს:

კვირას (25.11.2018) იონიის ზღვას და დასავლეთ კონტინენტებს გადაუვლის, სადაც ფენომენი კოკისპირული წვიმის და ჭექა-ქუხილის სახით გამოვლინდება. ზოგიერთ ადგილას, შესაძლებელია სეტყვაც. ღამის საათებში კი, იგი აღმოსავლეთით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება, მათ შორის ატიკას პრეფექტურაშიც.

ცენტრალურ და ჩრდილოეთ მთიან რეგიონში მოთოვს. ეგეოსის და იონიის ზღვაზე კი, 6-7 ბალის სიჩქარის ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

 

ორშაბათს (26.11.2018) “პინელოპი” მთელ ქვეყანას “ავნებს”, რაც გადაუღებელ წვიმებს და შტორმს გულისხმობს. შტორმი შედარებით ძლიერი იქნება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ კონტინენტზე, სპორადებზე, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსზე. იქროლებს ძლიერი ქარი.

 

სამშაბათს (27.11.2018) წვიმა და შტორმია მოსალოდნელი, ძირითადად, დასავლეთ საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ეგეოსზე, ოთხშაბათს (28.11.2018) თითქმის მთელ ქვეყანაში. ხუთშაბათს (29.11.2018) კი, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა.

onalem

ტესტ