fbpx
კრიმინალი

რამდენიმე საათის მანძილზე პოლიციამ ორი ბერძენი ქალი დააპატიმრა

მცირე ინტერვალებით საბერძნეთის პოლიციამ ორი ბერძენი ქალი აიყვანა, რომელთაც ბრალად მძიმე დანაშაულები ედებათ. გარდა, რამდენიმეწლიანი სასჯელისა, მათ დიდი ოდენობით ჯარიმა დაუწესდათ.

ერთი ქალი კუნძულ როდოსზე, ხოლო მეორე ათენში დააკავეს.

48 წლის საბერძნეთის მოქალაქე 2013 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ჩართული. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10, 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

რაც შეეხება 43 წლის ქალს, მას ბრალად ედება ადამიანის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 2014 წლის 10 თებერვალს, აგია ვარვარაზე ჩაიდინა.

მას 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

onalem

ტესტ