fbpx
საზოგადოება

22 წლის ლინას დედა თვითმკვლელობით იმუქრება, რადგან პოლიციამ გამოძიება შეწყვიტა

22 წლის ლინა კოემძის ოჯახის ტრაგედია, რომელიც 2016 წლის 28 ნოემბერს არისტოტლეს უნივერსიტეტის საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მე-9 სართულიდან გადმოხტა, ჯერ კიდევ არ სრულდება. პოლიციამ საქმის გამოძიება შეწყვიტა, რის გამოც მისი სასოწარკვეთილი დედა, სტავრულა კოემძი, იანიცას პროკურატურის ბოლო სართულზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება.

ადგილზე პოლიცია და სახანძრო სამსახური სწრაფად მობილიზდა. ქალი ამბობს, რომ თვითმკვლელობის ჩადენას შეწყვეტილი გამოძიების გამო აპირებს. მისი მტკიცებით, ლინა თავს არასოდეს მოიკლავდა და ეს ყველაფერი კრიმინალურ აქტს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, გოგონა საიბერ ბულინგის მსხვერპლი იყო. ინტერნეტში მისი ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა, რის გამოც, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა.

“ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს. სამუშაოდ გერმანიაში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ის მე-9 სართულიდან გადმოხტა. გავიყინე, როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო. პირველივე წუთებიდან არ მჯერა, რომ ლინამ თვითმკვლელობა ჩაიდინა. დედის ინსტინქტი არასოდეს ტყუის.”

 

onalem

ტესტ