fbpx
საზოგადოება

თოვლიანი და წვიმიანი 100 საათი საბერძნეთში – ამინდის საგანგებო პროგნოზი

ბერძენი სინოპტიკოსი, იანის კალიანოსი ამინდთან დაკავშირებით საგანგებო პროგნოზს ავრცელებს. როგორც ცნობილია, დღეიდან შაბათის ჩათვლით საბერძნეთში ამინდი მკვეთრად უარესდება და წვიმა, ქარი და თოვლი გველის.

როგორც კალიანოსი აცხადებს, ხუთშაბათს ღამით ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში ითოვებს. ძლიერი ქარის გამო დიდი პრობლემები იქნება საზღვაო ტერიტორიაზე, გემების გადაადგილების კუთხით.

ხვალ უხვი ნალექით განსაკუთრებით დაზარალდება თესალია. თოვა მოსალოდნელია ზღვის დონიდან 200-300 მეტრზეც კი. დღეს საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში ითოვებს და ფენომენი ნელ-ნელა დაბლა გადმოინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე ტემპერატურა -11 და -12 გრადუსამდე დაეცემა. კალიანოსის თქმით: “ზამთარი დაბრუნდა!”

დასავლეთ მაკედონიამ თეთრი საფარით “გაიღვიძა”. ფლორინაში კი, სკოლები დაკეტილია.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ქარი 3-5 ბალის სიძლიერის, ტემპერატურა კი 8-დან 12 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია წვიმა, თუმცა, გაცილებით ძლიერი ქარი, 7 ბალის სიძლიერის, ტემპერატურა 2-დან 8 გრადუსამდე.

onalem

ტესტ