fbpx
საზოგადოება

ბერძნულმა სასამართლომ 40 წლის ქართველი ქალი უდანაშაულოდ სცნო – რას ედავებოდნენ მას?!

გუშინ ბერძნულმა სასამართლომ 40 წლის ქართველი ქალის საქმე საბოლოოდ განიხილა და ის უდანაშაულოდ სცნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ვოლოსის სასამართლო ბავშვის სუროგაციის გზით უკანონოდ გაჩენის მცდელობას ედავებოდა, თუმცა, დანაშაული არ დაუმტკიცდა.

როგორც ირკვევა, 40 წლის ქართველ ქალს, რომელიც ვოლოსში დამლაგებლად მუშაობდა, ფრანგი ქალისთვის სუროგაციის გზით შვილი უნდა გაეჩინა, ვინაიდან წყვილს წლების მანძილზე არ უჩნდებოდა ბავშვი. შეთანხმება კი კერძო კონტრაქტის ფონზე მოხდა და ლიცენზია მხოლოდ ათენში მიიღეს, ვოლოსში კი ფრანგ და ქართველ ქალებს ამ პროცესის განხორციელებაზე უარი ეთქვათ.

ვოლოსის სასამართლო საქართველოს მოქალაქეს სხვისი შვილის უკანონოდ გაჩენის მცდელობაში ადანაშაულებდა, რასაც თანხის სანაცვლოდ აკეთებდა.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, უთანხმოება წარმოიშვა ორ ქალს შორისაც კი საბოლოოდ მისი ორსულობა არ შედგა.

როგორც 40 წლის ქართველი ქალი ჩვენებაში ამბობდა, მას ადრე შვილი იტალიელი ქალისთვისაც ჰყავს გაჩენილი და სწორედ მისგან გაიგო ფრანგმა ქალმა მის შესახებ. ისინი ერთმანეთს 2016 წლის ზაფხულში შეხვდნენ. საქართველოს მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება სხვა ქალის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერების და თანაგრძნობის გამო უნდოდა და არა პირადი სარგებლისთვის.

ბერძნულმა სასამართლომ ქართველი ქალი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო უდანაშაულოდ სცნო. ის პროცესს არ დასწრებია.

onalem

ტესტ