fbpx
კრიმინალი

ვარი: ორი დაღუპული და ერთი დაჭრილი ტავერნაში სროლის შედეგად

პირველადი ინფორმაციით, ვარიში მდებარე ერთ-ერთ ტავერნაში ოთხმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი მამაკაცი და დაიჭრა ერთი ქალი, რომელიც ამ დროისთვის ვულას ასკლიპიოს საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციის ცნობით, ეს იყო პირადი ანგარიშსწორება. მსხვერპლებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ტავერნაში თავიანთ შვილებთან ერთად მიირთმევდნენ. გარდაცვლილთაგან ერთი სლოვენიის, ხოლო მეორე მონტენეგროს მოქალაქეა.

მათი ოჯახები შოკურ მდგომარეობაში არიან.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. ცნობილია, რომ დამნაშავეები ადგილზე შავი ჯიპით მივიდნენ და სროლის შედეგად სწრაფად გაუჩინარდნენ.

onalem

ტესტ