fbpx
საბერძნეთი

ქაღალდის ბილეთების “დასასრული” საბერძნეთში – როდის ამუშავდება ახალი სისტემა საჯარო ტრანსპორტში?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის დედაქალაქი სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე ცდილობს, რომ თანამედროვე სისტემები დანერგოს და ერთ-ერთი სფერო, ამ მხრივ, სწორედ საჯარო ტრანსპორტია. ტრანსპორტის სამინისტრო, ციფრული პოლიტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ცდილობს, რომ საბილეთო სისტემა შეცვალოს და ქაღალდის ბილეთებიდან ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეთ.

კერძოდ, როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში ამოქმედდება აპლიკაცია  Tap’ n Pay, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული თქვენს საბანკო ბარათთან და შესაძლებელი იქნება, რომ გავაკეთოთ გადარიცხვები ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

“ვცდილობთ, რომ საბანკო ბარათებით შესაძლებელი გახდეს საჯარო ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი დონის თავსებადობის მისაღწევად და მობილობის სერვისის ასამაღლებლად,” ამბობს ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლისი.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული სისტემა დიდი ალბათობით 2023 წლის დასაწყისიდან ამუშავდება.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქციები მას შემდეგ გავრცელდება, რაც სისტემა ოფიციალურად მზად იქნება გამოსაყენებლად.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტთა იმ ნაწილს, რომელიც არ ფლობს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტებს და შესაბამისად, არ შეუძლია ბანკის ანგარიშის გახსნა, ჩვეულებრივად შეეძლება, რომ ბილეთი შეიძინოს საქართველოს ბანკის ანგარიშით, რაც ხდება დისტანციურად და ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით, როგორც აპლიკაცია.

ვისაც გსურთ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, გთხოვთ გადადით აღნიშნულ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/en/retail/digital-bank/mobile-bank

ნახეთ ვიდეო, ინსტრუქციებით:

onalem

ტესტ