fbpx
საბერძნეთი

ამინდი კვლავ უარესდება – კვირის ბოლოს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში კვირის ბოლოს ამინდი უარესდება. როგორც ირკვევა, ხვალამდე ნორმალური ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა, შაბათ-კვირიდან ჩრდილოეთ ევროპიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი და შესაბამისად, ტემპერატურა დაიკლებს.

კლეარხოს მარუსაკის ცნობით, დღეს მხოლოდ ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით არის მოსალოდნელი ნალექი, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი, მზიანი ამინდი იქნება. ჰაერი დღეს 22 გრადუსამდე გათბება ატიკის რეგიონში, ხოლო თესალონიკში 19-20 გრადუსი დაფიქსირდება, ასევე ნავარაუდევია მცირე მოღრუბლულობა.

შაბათ-კვირას, ცივი ჰაერის მასების შემოჭრის ფონზე, საბერძნეთის დასავლეთით, ჩრდილოეთითა და ცენტრალურ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უხვი ნალექი და ტემპერატურის შესამჩნევი ვარდნა.

onalem

ტესტ