fbpx
პოლიტიკა

“რუსეთი ცდილობს ბერძნების ტვინში დანერგოს მითი, რომ “აზოვი” გასამხედროებული დამოუკიდებელი დანაყოფია” – უკრაინის საელჩო ათენში

დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბერძნეთის პარლამენტში გუშინ “აზოვი” ბატალიონის მებრძოლის ჩართვას. ბერძნული წარმოშობის ჯარისკაცის სიტყვით გამოსვლას რამდენიმე დეპუტატის მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა, ალექსის ციპრამ კი განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საბერძნეთისთვის ისტორიული სირცხვილი იყო.

აღნიშნულს ცალკე ეხმაურება უკრაინის საელჩო საბერძნეთში, რომელიც რუსულ პროპაგანდას უსვამს ხაზს:

“8 წელზე მეტია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინელი ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები გაბედულად იცავენ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, თავისუფლებასა და დემოკრატიას ევროპაში.

დღეს რუსი ოფიციალური პირები და პროპაგანდისტები უარყოფენ ჩვენს ქვეყანაში აგრესიისა და სამხედრო შემოჭრის აბსოლუტურ ფაქტებს და აგრძელებენ აღმაშფოთებელ ტყუილებს, მალავენ თავიანთ სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, რომლებიც ხალხმა ბუჩაში ნახა. 

რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას მიზანში თავისუფალი ადამიანების გონება ჰყავს ამოღებული და არა მხოლოდ ბუნდოვანს ხდის რეალობას, არამედ ამახინჯებს ფაქტებს და ქმნის სიძულვილისა და შიშის შემზარავ ატმოსფეროს.

მრავალი წლის მანძილზე რუსეთი ცდილობდა ბერძნების გონებაში დაენერგა მითი, რომ “აზოვი” გასამხედროებული დანაყოფია, რომელიც მარიუპოლში დისციპლინისა და მორჩილების გარეშე მოქმედებს,

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნებაყოფლობით, მოხალისეობრივად შექმნილი სამხედრო ნაწილის, “აზოვის” კონსტიტუცია 2014 წელს ჩამოყალიბდა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის შემოჭრის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში და სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად მარიუპოლი ჯერ კიდევ უკრაინულ ქალაქად რჩება.

ვიდეო, რომელშიც ჩანან უკრაინის რიგითი მოქალაქეები, უკრაინის ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი “აზოვის” პოლკიდანაა, აჩვენებს აბსოლუტურ ნებას, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და მარიუპოლის მოსახლეობა, მათ ნაცისტებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ნაცისტურ ქმედებებს ჩვენს მიწაზე რუსები ჩადიან,” წერს საელჩო განცხადებაში.

onalem

ტესტ