fbpx
საბერძნეთი

“მოგეცათ შანსი, აჩვენოთ, როგორ გიყვართ პუტინი ზოგიერთ პოლიტიკოსს” – ადონის გეორგიადი უკრაინის გვერდით

საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი, ადონის გეორგიადი, მკაცრად აკრიტიკებს ΣΥΡΙΖΑ-ს პოზიციას, გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აფიქსირებს საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

გუშინ მართლაც სამწუხარო მომენტი იყო, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ყველაზე მთავარ დევიზზე: “თავისუფლება ან სიკვდილი”, შევდივართ დებატებში თემაზე, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის შეჭრაზე, ტანჯვასა და იმ ბრძოლებზე, რომლებიც იქ თავისუფლებისთვის მიმდინარეობს. ჩვენ არ გვეხება საკითხი, რა არის “აზოვი”, მისი მოწოდება, რომელი ქვეყანაა მართალი, უკრაინა თუ რუსეთი. 

ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსები, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელში დაწერეს: “ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ” და შემდეგ “აზოვზე” აკეთებდნენ კომენტარებს, თითქოს, გული გაეხსნათ, მიეცათ შანსი, გამოთავისუფლებულიყვნენ და ეჩვენებინათ პუტინისადმი სიყვარული. ამიტომ, ვინც პუტინის გვერდით ხართ, ნუ იმალებით “აზოვის” ჯარისკაცის უკან. გამოდით და თქვით, რომ ხართ პუტინთან!” – აცხადებს გეორგიადი.

შეგახსენებთ, რომ ბერძნული საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერძნული წარმოშობის ჯარისკაცის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში, ოპოზიციამ მთავრობას დააკისრა პასუხისმგებლობა, თავად მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კი, ემხრობა აზრს, რომ “აზოვი” ნაცისტებისგან შედგება და დიდი სირცხვილი იყო გუშინდელი სხდომა.

 

 

onalem

ტესტ