fbpx
საბერძნეთი

“აქედან თავის სამშობლოში არავინ დაბრუნდება” – ნიკოს ხარდალიასის თქმით გემიდან ჯანმრთელ ხალხს გამოიყვანენ

როგორც უკვე ცნობილია, პირეას პორტთან მყოფ გემზე, “Ελευθέριος Βενιζέλος”, 119 მეზღვაურს კორონავირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დაუსვეს. გემი კარანტინშია მოქცეული და ადგილზე სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი კონკრეტული განცხადებების გასაკეთებლად მივიდა.

“119 ინფიცირებულიდან არცერთის მდგომარეობა არ არის სერიოზული და მათი უმეტესობა უსიმპტომოა. აქედან თავის სამშობლოში არავინ დაბრუნება, ჩვენ ვიცავთ პროტოკოლის ყველა წესს,” განაცხადა ხარდალიასმა.

როგორც ირკვევა, ბორტზე მყოფ ჯანრმთელ მეზღვაურებს ათენის სასტუმროებში გადაიყვანენ, სადაც 14 დღე დარჩებიან. თუკი მათი ევაკუაციის პროცესი დღეს საღამოს არ დასრულდა, ხვალ შუადღისთვის აუცილებლად იქნება დასრულებული.

onalem

ტესტ