fbpx
პოლიტიკა

ათენის მერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს საპატიო ჯილდოს გადასცემს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი დღეს საღამოს უკრაინის პრეზიდენტსა და ზოგადად, უკარინელ ხალხს დააჯილდოვებს.

კერძოდ, დაჯილდოვების ცერემონია ათენის დემოკრატიის ფორუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უწევს დემოკრატიისა და კულტურის ფონდი, New York Times-თან თანამშრომლობით.

კოსტას ბაკოიანი დღეს, 20:00 საათზე, ზაპიოში დაესწრება ცერემონიას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს, სიმბოლურად, ათენის დემოკრატიის ჯილდოს გადაცემს.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის წელს გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულო იქნებიან.

 

onalem

ტესტ