fbpx
საზოგადოება

ოჯახური ტრაგედია საბერძნეთში – სამი შვილის მშობლები ავარიას შეეწირნენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატრა-პირგოს გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, რომელთაც სამი შვილი დარჩათ. როგორც ირკვევა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო სატვირთოს მძღოლმა დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებული რჩება.

ცოლ-ქმარი ამალიადას მუდმივი მაცხოვრებელი იყო და კაფეტერიას ფლობდა, ადგილობრივი საზოგადოება მომხდარით შეძრულია და ვერ იჯერებენ, რომ სამი შვილის მშობლები ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

 

onalem

ტესტ