fbpx
საბერძნეთი

ზაფხული შაბათამდე, შემდეგ კი, ტემპერატურა კვლავ ეცემა – საგანგებო პროგნოზი

სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ ამინდის საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შაბათამდე საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა იქნება, შემდეგ კი, ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც შედარებით აცივებას გამოიწვევს.

კერძოდ, როგორც არნაუტოღლუ აცხადებს, შაბათს, 1 ოქტომბერს, ჰაერი 34-35 გრადუსამდეც კი გათბება, ამასთანავე, დაფიქსირდება საკმაოდ ძლიერი ნესტიანობა ჰაერში.

მიუხედავად ამისა, კვირა დღიდან ჩრდილოეთიდან შემომავალი ჰაერის მასების გამო ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 3-4 ოქტომბრიდან ნამდვილი შემოდგომა დადგება.

იხილეთ დეტალური პროგნოზი:

onalem

ტესტ