fbpx
საბერძნეთი

აეროპორტი წყალზე – ივნისში საბერძნეთის კუნძულიდან პირველი თვითმფრინავი აფრინდება

ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთში 2019 წლის ივნისში წყლის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნება და 19 რიცხვში პირველი თვითმფრინავი აფრინდება არა თუ ბილიკიდან, არამედ პირდაპირ წყლიდან. სენსაციურ სიახლეს კუნძული პატმოსი გვთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თარიღი პატმოსის მერის, გრიგორის სტიკოსის მიერ დადასტურდა.

ინიციატივა დიდი თანხით დაფინანსდა და როგორც ის ამბობს: “ხუთწლიანი მცდელობის და მუშაობის შემდეგ ჩვენ შედეგი დავდეთ.”

საზღვაო თვითმფრინავები, როგორც ცნობილი ხდება, განკუთვნილი იქნება სხვადასხვა დანიშნულებისთვის.

ისინი შეასრულებენ ჩვეულებრივ სამგზავრო ფრენებს, ასევე სანახაობრივ ტურებს. გარდა ამისა, მოემსახურებიან მათაც, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება და განახორციელებენ სხვადასხვა კვლევებს.

onalem

ტესტ