fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში განახლებული ვაქცინებით აცრები იწყება – ვინ უნდა აიცრას?!

როგორც საბერძნეთის პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ აცხადებს, ქვეყანაში განახლებული ვაქცინებით აცრები რამდენიმე დღეში იწყება, ხოლო პლატფორმა ვიზიტების დასანიშნად გაიხსნება დღეს საღამოდან.

კონკრეტული თარიღი, როდესაც განახლებული ვაქცინებით აცრები განხორციელდება, 3 ოქტომბერია.

თემისტოკლეუ განმარტავს, რომ ეს ვაქცინები, რაც საბერძნეთმა მიიღო, განკუთვნილია ომიკრონის შტამებისთვის და საკმაოდ ეფექტურია მათ წინააღმდეგ, შესაბამისად, სხვა ვაქცინებს საბერძნეთი ჯერჯერობით არ ელოდება, ამის საჭიროება არც არსებობს. ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილი, რომელზეც გაიცემა ახალი ტიპის ვაქცინებით აცრის რეკომენდაცია, არის 60 წელს გადაცილებულები, სპეფიციკური ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ჯანდაცვის წარმომადგენლები, მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში მომუშავე პერსონალი.

მდივანი ხაზს უსვამს, რომ ამ ვაქცინებით აცრის რეკომენდაცია არ ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე და არ წარმოადგენს ვალდებულებას. მისი თქმით, ექსპერტები არ ელოდებიან პანდემიის აფეთქებას, რადგან უკვე შევედით ახალ ფაზაში, როდესაც ეპიდმდგომარეობა დიდ გავლენას არ ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინსტრუქციები შეიცვალოს, სიტუაციის შესაბამისად.

onalem

ტესტ