fbpx
პოლიტიკა

“თურქეთს არ უნდა ხალხის სისხლით სავსე ეგეოსის ზღვა, თრაკიში თავმოყრილი იარაღი არაფერს გვეუბნება” – ერდოღანი

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ახალ განცხადებებს ავრცელებს, რომელსაც ბერძნული მედია “ბოდვას” უწოდებს. პრეზიდენტმა თურქეთის პროვინციების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც დასავლეთ თრაკიში იკრიბება, თურქეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა, რას გულისხმობს კონკრეტულად ის, გაუგებარია.

“ჩვენ კარგად ვიცით მათი განზრახვები, ვინც საბერძნეთს ამხნევებს და ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს. თურქეთს არ უნდა ხმელთაშუა ზღვა, შესაბამისად, ეგეოსის ზღვა, ადამიანთა მტრობით, სისხლითა და ცრემლით აივსოს. ჩვენ მთელი გულით გვინდა სიმშვიდე,” ამბობს ერდოღანი.

თურქული მედია წერს ტერორისტებზეც, რომლებიც Anadolu Agency-ს მიხედვით, დაცულები არიან ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთშიც, განსაკუთრებით ლავრიოში.

“იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლები, გონს მოეგებიან და მიიღებენ შესაბამის ზომებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ,” დასძენს ერდოღანი.

onalem

ტესტ