fbpx
საზოგადოება

“მამამისმა 25 წლის წინ სწორედ აქ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით” – 48 წლის ევრიდიკის მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ

48 წლის ევრიდიკის საპოვნელად სპეციალური სამუშაოები უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ დრომდე გამოძიებას და მაშველებს არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინფორმაცია წყალში ობიექტის არსებობაზე, რომელიც ადამიანის სხეულს ჰგავდა. მყვინთავებმა დაადგინეს, რომ ეს ობიექტი არ იყო 48 წლის ქალის ცხედარი.

როგორც უკვე ცნობილია, ტბის სიღრმე მინიმუმ 70 მეტრია და ზოგიერთ ადგილას 90 მეტრსაც აღწევს, შესაბამისად, ურთულესია ამ ტერიტორიაზე ძებნითი ოპერაციის ჩატარება, ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იპოვიან თუ არა საერთოდ ქალს.

ამავე დროს, ზინა კუცელინის გადაცემაში საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ევრიდიკის იცნობდნენ. მათი თქმით, ის სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, ძალიან აქტიური, ენერგიული და დინამიური ქალი, რომელიც სადაც გამოჩნდებოდა, მაშინვე ახალისებდა იქაურობას. მისი ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ მამამისმა 25 წლის წინ სწორედ ამავე ტერიტორიაზე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, სადაც ახლა ევრიდიკის ეძებენ.

ამას გარდა, ცალკე საკითხია, ნამდვილად მისი დაწერილია თუ არა ის წერილები, რომლებიც მანქანაში იპოვეს და მიუთითებს, რომ ევრიდიკიმ თავი მოიკლა. შეგახსენებთ, რომ ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და პოლიციაშიც ჰქონდა შეტანილი საჩივარი ამის შესახებ. მისი მეუღლე კი, ძებნით სამუშაოებს პირველივე დღიდან ახლოდან აკვირდება, მედიასთან არ საუბრობს, თუმცა, დილიდან საღამომდე ტბასთან არის.

onalem

ტესტ