fbpx
საზოგადოება

ათენი: ელექტრო მატარებლის რელსებში გამთენიისას 20 წლის ბიჭი იპოვეს

სამწუხარო ამბის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. ათენში, კერძოდ, “ატიკის” სადგურში 20 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა დაახლოებით დილის 04:00 საათზე იპოვეს, როცა ადგილზე თანამშრომლები მივიდნენ. მისი ცხედარი მატარებლის რელსებზე იყო.

წინასწარი ცნობებით, 20 წლის ბიჭი იქ გრაფიტის გამო მივიდა, რელსების გადაკვეთა სცადა და დენის დარტყმით გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად დაგეგმილია ექსპერტიზა.

onalem

ტესტ