fbpx
საზოგადოება

“მეშინია სიკვდილის, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს სხვა სიცოცხლე” – სოტირის ციოდრასი

სოტირის ციოდრასმა ჟურნალ Blue Magazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ საბერძნეთი ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არის.

“პირველივე წუთიდან, როცა ეკრანზე გამოვჩნდი, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ ხალხისთვის უნდა მეთქვა სიმართლე. ეს იყო დიდი ტვირთი და დიდი პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ყოველთვის ფიქრობ, რომ რასაც იტყვი, შეიძლება იყოს არასწორად ინტერპრეტირებული და არასწორად გაგებული. 

ჩემი განცხადებები, მოხუცების მიმართ, იყო გულის სიღრმიდან წამოსული. ჩემი სამეცნიერო ვალი იყო მათი დაცვა. მინდა მჯეროდეს, რომ სხვა ადამიანებიც, ჩემს ადგილას, ასე ისაუბრებდნენ.

მე არასოდეს დამავიწყდება ის მომენტები, როდესაც ჩემს კოლეგებთან ერთად მივდიოდი, რომ შევხვედროდით ხალხს, რომელთაც უნდოდათ ჩვენი ნახვა. მე მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. ვყოფილიყავი მათ გვერდით, მაგალითად ბოშებთან ლარისაში, ან კრანიდის დასახლებაში, იმიგრანტების გვერდით. 

მე მეშინია სიკვდილის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არსებობს სხვა ცხოვრება. მეშინია, არა იმდენად სიკვდილის ვირუსისგან, არამედ მეშინია სულიერი სიკვდილის. იმ ხალხის სიკვდილის, რომელთაც არ შეუძლიათ წაიკითხოს წიგნი, არ შეუძლიათ იტირონ ან იმღერონ, ხალხის, რომელთაც არ შეუძლიათ სიყვარული.

აუცილებელია, რომ ყველაფერი გადავამუშავოთ და გადავაფასოთ. მუდმივად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება და ამ გამოცდილების ფონზე, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას. ხელახლა შევაფასოთ საკუთარი თავი, არა ეგოისტურად, არამედ ისე, როგორც მთლიანის ერთი პატარა ნაწილი,” ამბობს სოტირის ციოდრასი, მსოფლიო დონის ინფექციონისტი და ადამიანი, რომელმაც საბერძნეთი დიდი კატასტროფისგან იხსნა.

onalem

ტესტ