fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები უახლოეს მომავალში საბერძნეთში – რას ამბობს ხარდალიასი კარანტინზე?!

უმკაცრესი კონტროლი და შესაბამისი სასჯელი მათ, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს დაარღვევს. აღნიშნულ განცხადებას აკეთებს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი გაზეთ Παραπολιτικά-სთან ინტერვიუში.

ხარდალიასმა ასევე ისაუბრა, განიხილება თუარა მომდევნო მასშტაბური კარანტინის საკითხი:

“გამოვრიცხავ, რომ საბერძნეთში მეორე მასშტაბური კარანტინი დაგვჭირდეს. ახლა ყველას მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ დაგვჭირდეს უკიდურესი ზომების მიღება. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ, მივყვეთ ექსპერტთა ინსტრუქციებს და თავიდან ავირიდოთ ხალხით გადატვირთულობა.

მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში დაწესდება სასჯელი მათთვის, ვინც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს და განხორციელდება უმკაცრესი კონტროლი,” განაცხადა ხარდალიასმა.

როგორც უკვე ცნობილია, მინისტრის მოადგილეს კვლავ ვიხილავთ ეკრანებზე ყოველ სამშაბათს, საღამოს 18:00 საათზე.

კონტროლის ზომების გამკაცრება კი უკავშირდება საზოგადოების ნაწილის მხრიდან დაუმორჩილებლობას, ნიღბების გამოუყენებლობას და ზოგადად, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნიკოს ხარდალიასის მიერ გაჟღერდება, თუ რა დამატებითი ზომების მიღებას აპირებს მთავრობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

onalem

ტესტ