fbpx
საზოგადოება

იმიგრანტმა ქალმა სამი მცირეწლოვანი შვილი უპატრონოდ მიატოვა და ათენში წავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, პატრასში მდებარე ბინაში იპოვეს 10, 8 და 5 წლის ბავშვები, რომლებიც შიმშილისგან დაუძლურებულები იყვნენ. ისინი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და ვიდრე მათთვის შესაბამის საცხოვრებელს გამონახავენ, სწორედ იქ დარჩებიან.

ირკვევა, რომ მათი დედა იმიგრანტი ქალია, ერაყიდან, რომელმაც სამი შვილი ბინაში მიატოვა და ათენში წავიდა. თან წაიყვანა მხოლოდ მეოთხე, 2 წლის შვილი, გამომდინარე, ალბათ, მისი ასაკიდან.

უცნობია, თუ კონკრეტულად რა მიზნით წამოვიდა ქალი პატრასიდან ათენში. მას არასრულწლოვნების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავებიან.

როგორც მედია იუწყება, სამივე ბავშვი ძალიან შეშინებულია.

საქმეს პატრასის პროკურატურა იძიებს.

onalem

ტესტ